ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბე ბებ ბეგ ბედ ბეთ ბეი ბელ ბენ ბერ ბეს ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ

ბეთანია

ბ. სოფელი იყო იერუსალიმის სიახლოვეს. იქ ცხოვრობდა იესო ქრისტეს საყვარელი ოჯახი ლაზარე და მისი დები, რომლებთანაც მაცხოვარს უყვარდა ყოფნა. აქ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე. ქართველებმა ერთ უმშვენიერეს ტაძარს, თამარ მეფის დროს აგებულს, სახელად ბ. უწოდეს. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი აგებულია XII-XIII სს. მიჯნაზე. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთით, ვერის ტყიან ხეობაში. რესტავრირებულია XIX ს-ის ბოლოს. ტაძარი მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელი გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. გიორგი III-ის, თამარისა და გიორგი-ლაშას პორტრეტები შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგილაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, 1207-ის ახლოს. ლექსი „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში გრ. ორბ. ასევე გ. ტაბიძის ლექსი „წამყე ბეთანიისაკენ“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9