(1770-1827) (ქსე) გერმანელი კომპოზიტორი. დაიბადა ფლამანდიური წარმოშობის კარის მუსიკოსის ოჯახში. ადრევე ისწავლა კლავესინზე, ორღანზე, ვიოლინოსა და სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. ბ.-მა მალე მოიპოვა აღიარება, როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები. დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა. ბ.-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმედებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბ.-ის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 წ. საფრანგეთის რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება, რის გამოც ბ.-ს საფრანგეთის რევოლუციის „მუსიკალური სინდისი" უწოდეს. ბ. ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის ევოლუციის სრული სურათი, მკაფიოდ გამოჩნდა ბ.-ის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი.
- „ვუსმინოთ ყაზბეგს ხევის ბეთჰოვენს აგუგუნება კაიშაურის.“ (მე კავკასიის ქედების მთხოვენ გ.ტაბ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3