გამოქვაბული ხევში (ყაზბეგის რ-ნი), მყინვარწვერის მასივზე. მწვერვალიდან განშტოებული ბ. ის ქედზე, ზღვის დონიდან დაახლ. 4100 მ-ზე. ბ. გამოკვეთილია ციცაბო მოწითალო ანდეზიტის კლდეში (კლდის ძირიდან 300 მ. სიმაღლეზე). ბ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გამოქვაბული გამოიკვლია 1948 წელს ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ალ. ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. გამოქვაბულში ასასვლელად გამოქვაბულის კარიდან გადმოკიდებული იყო 5,5 მ სიგრძის ჯაჭვი. ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება რკინის ფირფიტებით შეჭედილი ბ.-ის კარი, ჯაჭვი, X-XI სს. ვერცხლის ხატი, სპილენძის შანდალი, საეკლესიო ინვენტარი. მონაცემებით, ბ.-ის კედელზე ი ამოკვეთილი წარწერების ფრაგმენტები X-XI ს.-ით თარიღღება. ბ.-ის შესახებ სალხში შემონახული თქმულება საფუძვლად დაედო ი. ჭავჭავაძის პოემა „განდეგილს“
- „და იმ ყინულში გამოთლილს ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3