კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კახ

კართაგენი

ძველი ქალაქსახელმწიფო ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზე (ახლანდელი ტუნისის ყურე) ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ, სავაჭრო კოლონიათა ფართო ქსელმა განამტკიცა კართაგენის ბატონობა ხმელთაშუაზღვისპირეთის სავაჭრო გზებზე და იგი გადაიქცა ერთ-ერთ მძლავრ სახელმწიფოდ, რომის ძალაუფლების მეტოქედ. ებრძოდა ბერძნებს, პირენეის ქალაქებს. 149-146 წ. რომაელებმა ალყა შემოარტყეს კართაგენს და მიწასთან გაასწორეს. განადგურდა ხელოვნების ნიმუშებიც.
 
„სამუდამოდ აღიგავა დედამიწის ზურგიდან და კაცობრიობის ხსოვნიდან ასიოდე ერი. გაიხსენე ფინიკეთი, კართაგენი “ („ჯაყოს ხიზნები“ მ. ჯავახ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9