კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კაბ კად კაე კავ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაფ კახ

კარიკატურა

სახვითი ხელოვნების ჟანრი (უმთავრესად გრაფიკული), მხატვრული ტიპიზაციის საშუალება, რომელშიც კრიტიკულადაა ნაჩვენები ცხოვრებისეული მოვლენის ან პიროვნების ნეგატიური მხარეები. ყოველივე ამის საჩვენებლად გამოყენებულია შარჟისა და გროტესკის ხერხები. ფართო გაგებით კ. არის გამოსახულება, რომელშიც შეგნებულადაა შექმნილი ეფექტი, გაერთიანებულია რეალური და ფანტასტიკური, გადაჭარბებული სიმძაფრით არის გადმოცემული ადამიანის მდგომარეობა. ფიგურის, სახის, ჩაცმულობის, ქცევისა და სხვა სახასიათო ნიშნები (ცნობილია გიგლა ფირცხალავას კ.-ები).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9