იტალიელი მისიონერი პატრი. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წ. პატრ ანტონიო ჯარდინასა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. ისინი მივიდნენ ქ. გორს თეიმურაზ I-თან. 1634 წ. შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ, 1840 წ. ოდიშში. ამის შემდეგ დაბრუნდა იტალიაში. საქართველოში ყოფნის დროს მან მრავალი ჩანახატი გააკეთა. ორი ალბომიდან ერთი გზაში გემზე დიდი ღელვებისას დაიღუპა; მეორე კი გამოაქვეყნა მ. თამარაშვილმა. მის ჩანახატებში დაცულია გიორგი სააკაძის, თეიმურაზს I-ისა და სხვათა სურათები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3