(1615 წ.) კახეთის მოსახლეობის ბრძოლა ყიზილბაშ დამპყრობთა წინააღმდეგ. ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობათა შედეგად შევიწროვებული კახეთის მოსახლეობა შესაფერის მომენტს უცდიდა აჯანყების დასაწყებად. აჯანყება 15 სექტემბერს ალავერდობას დაიწყო. მას სათავეში ედგნენ ნოდარ ჯორჯაძე და დავით ჯანდიერი. შეიარაღებული ქართველები შევიდნენ ალავერდის ტაძარში, სადაც ყიზილბაში მეციხოვნეები იდგნენ და ამოხოცეს ისინი. აჯანყებულებმა თეიმურაზ მეფედ მიიწვიეს. იგი კახეთში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. შაჰ აბას I-მა აჯანყების ჩასაქრობად 15 ათასიანი არმია გაგზავნა ალი-ყულისანის სარდლობით. ყიზილბაშობასთან მყოფი ქართველები მტერს თეიმურაზ I-ს ლაშქრის მოძრაობის გზას უმალავდნენ, ხოლო სპარსელთა ჯარის გეგმებს აჯანყებულებს ატყობინებდნენ ამით ისარგებლა თეიმურაზს I-მა და 5-6 ათასი კაცით დაამარცხა მტრის ლაშქარი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3