კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კევ კეთ კეი კეკ კელ კენ კერ კეს კეფ კეხ

კეკელიძე კორნელი სამსონის ძე

(1879-1962) (ქსე) ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, საქ. სსრ აკად. აკადემიკოსი საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე სწავლობდა თბილისის სას. სემინარიაში დაამთავრა კიევის სას. აკადემია. მასწავლებლობდა ქუთაისსა და თბილისში. იყო თბილისის სას. სემინარიის რექტორი და თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წ.-დან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძვ. ქართული ლიტერატურის კათედრას იყო სიბრძნისმეტყველების ფაკ.-ის დეკანი. ხელმძღვანელობდა თსუ-თან არსებულ სიძველეთსაცავს, განაგებდა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს. მისმა ნაშრომებმა აამაღლა და განამტკიცა ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პრესტიჟი მთელს მსოფლიოში, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქართველ მეცნიერთა აღზრდაში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9