ისტორიული ციხე–ქალაქი კახეთში, ახმეტა-თიანეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი. კ.-ის გრანდიოზული ნანგრევები მაღალ მთაზეა და გარს არტყია რიყის ქვით ნაგები გალავანი, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, ციხე-სიმაგრის აღმ.- ით აკროპოლისია, რომელშიც სასახლე და ეკლესიაა განლაგებული. გეგმით ჯვარისებრი ეკლესია X ს. I ნახ.-ს მიეკუთვნება ხუროთმოძღვარს ყოველგვარი მორთულობის და ჩუქურთმების გარეშე შეუქმნია კომპოზიციურად მომხიბლველი ნაწარმოები.
- „კვეტარის ერისთავს თალაგვა კოლონკელიძეს ძალით უთაყვანებია ცხოველნი და დიდონი“(„დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3