შვიდდღიანი დროის შუალედი, რომელშიც თითოეულ დღეს საკუთარი სახელწოდება აქვს. შვიდდღიანი კვირა პირველად ძვ. აღმოსავლეთში შემოიღეს. ახ. წ. 1 ს.-ში რომში დაკანონდა და ევროპაში გავრცელდა. კვირის დღეებს ციურ სხეულთა სახელწოდებანი შეარქვეს, მაგ., შაბათს სატურნის დღე, კვირას და დანარჩენებს შესაბამისად მზის, მთვარის, მარსის, მერკურის, იუპიტერის, ვენერას დღეები. ორშაბათი მთოვარისა, სამშაბათი თარხონისა, ოთხშაბათი ჯამაღისა, ხუთშაბათი შმთიებისა, პარასკევი ობისა, შაბათი მორიგისა, კვირა მზისა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3