კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კიდ კიკ კილ კიმ კინ კირ

კიკნაძე ფილადელფოს

(1794-1833) (ქსე) ქართველ თავადაზნაურთა 1832 წ. შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. 7 წლისა მამამ იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარა სასწავლებლად. სწავლის პერიოდში მშობლები გარდაეცვალა. 1826 წ. იყო ნიჟნი ნოვგოროდში. 1828 წ. დაბრუნდა საქართველოში და შეეხიზნა ჯერ ფერისცვალების და შემდეგ შუამთის მონასტერს. კ.- მ შეადგინა შეთქმულთა ორგანიზაციის წესდება „აქტი გონიერი“. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, წერდა ლექსებს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9