ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბე ბებ ბეგ ბედ ბეთ ბეი ბელ ბენ ბერ ბეს ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ

ბელი ანდრეი

(1880-1934) (ქსე) რუსი მწერალი, სიმბოლიზმის თეორეტიკოსი. პირველი კრებული „ოქრო ლაჟვარდში“ 1904 წელს გამოქვეყნდა. მისი სიმბოლისტური მრწამსი ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა კანტის, შოპენჰაუერის, სოლოვიევის იდეალისტურმა ფილოსოფიამ. მისი განსაკუთრებული თხზულებებია ლექსთა კრებული „ფერფლი“, რომანი „პეტერბურგი“, თეორიული შრომები „სიმბოლიზმი“, „რიტმი, როგორც დიალექტიკა“ და სხვა. ორჯერ იყო საქართველოში, თავისი შთაბეჭდილებანი და შეხვედრები ქართველ პოეტებთან აღწერილი აქვს წიგნს „ქარი კავკასიიდან.“ (1928 წ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9