კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კლა კლე კლი

კლასიციზმი

(ა. ჭილაია) ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XVI ს. საფრანგეთში, ევროპისა და რუსეთის ლიტერატურაში. ანტიკური ანუ კლასიკური ლიტერატურისა და კულტურის შესწავლისა და წაბაძვის იდეამ ხელი შეუწყო აზრს საფრანგეთი წარმოედგინათ საბერძნეთად, ვერსალი ათენად, ვერსალის არისტოკრატია ბერძენ და რომაულ გმირად. ფრანგული და რომაული ლიტერატურის ყურადღების ცენტრში არიან ბერძენი და რომაელი მწერლები, ბაძავენ ანტიკური ლიტერატურის ძეგლებს. წასაბაძადაა მიჩნეული არა მარტო ფაბულა, სიუჟეტები, სახეები, არამედ არისტოტელესა ღა ჰორაციუსის პოეტიკაც. მიზანია მსგავსად კლასიკურისა, შეიქმნას მაღალმხატვრული, სანიმუშო ნაწარმოები, აქედან კ. კ.- ის ესთეტიკა ჩამოაყალიბა ფრანგმა პოეტმა და ლიტერატურის თეორეტიკოსმა ბუალომ პოემაში „პოეტური ხელოვნება“. ბუალო მიუთითებს წაბაძეთ სასახლეს, შეისწავლეთ ქალაქი. ბუალოს თეორიის საყრდენია: მეფე, სასახლე, არისტოკრატია, ქალაქი, ბურჟუაზია, მესამე წოდება. ქართულ ლიტერატურაში კ.-ს ადგილი არ ჰქონია. „კლისიცისტი მწერლის ფანტაზია შებორკილია დოგმებით. კლასიციზმის ყველაზე დიდი თეორეტიკოსი ბუალო იყო.“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9