(1903-1981) (ქსე) მწერალი, დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. გიმნაზიაში სწავლის დროს აქვეყნებდა პატარა მოთხრობებს. მისი სატირულ-იუმორისტული მოთხრობები ასახავს ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრებას 30-იან წლებში („მეზობლები, „უცნობი“, „ქსენოფონტეს გასაჭირი“ და სხვა). მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომებია „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“ და „ოქროს ჩარდახი“. აღზრდის პრობლემებს ეძღვნება რომანი „უღელტეხილი“, „ვეფხვია ხალიბაური, „შვიდკაცა“. მისი სცენარებით შეიქმნა ფილმები: „ქსანის ხეობის საუნჯე“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3