მხატვრულ ნაწარმოებში მოქმედ პირთა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მისწრაფება. ეს წინააღმდეგობა გვხვდება ეპოსსა და დრამაში. დათიკოსა და გაბოს გამწვავებული ურთიერთობა „გლახის ნაამბობში“, ტრაგიკული დაპირისპირება მთავარი გმირებისა შექსპირის „ოტელოში“, „ჰამლეტში.“
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3