კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კობ კოდ კოთ კოკ კოლ კომ კონ კოო კოპ კორ კოს კოტ კოფ კოშ კოწ კოჭ კოხ კოჰ

კოხტასთავის შეთქმულება

ქართველ დიდებულთა შეთქმულება მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ დაახლ. 1245 წ. ჯავახეთში. მონაწილეობდნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, გამრეკელი, თორელი, სარგის თმოგველი და სხვა. შეთქმულება გამომჟღავნდა. მონღოლებმა შეიპყრეს ქართველი დიდებულები და წარუდგინეს ანისში მყოფ მონღოლ ნოინს. დაკითხვაზე შეთქმულებმა განაცხადეს, რომ კოხტასთავში (ისტორიული ციხე-სიმაგრე სამხ. საქ.-ში ჯავახეთისა და სამცხის საზღვარზე, ახლანდ. ასპინძის რნი) მონღოლებისათვის მისაცემი სარკის საქმის მოსაგვარებლად შეიკრიბნენ. მონღოლებმა არ დაიჯერეს და ნიოინის ბრძანებით გაშიშვლებული შეთქმულნი მოედანზე მცხუნვარე მზის ქვეშ მხარგაკრულნი დასხეს, თან ყოველდღე ეკითხებოდნენ შეკრების მიზესს და სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ქართველი მთავრები ერთსა და იშავე პასუხს იძლეოდნენ. დატყვევებული შეთქმულები თავგანწირული საქციელით იხსნა ცოტნე დადიანმა (ა. წერეთელი, „ნათელა“).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9