ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბე ბებ ბეგ ბედ ბეთ ბეი ბელ ბენ ბერ ბეს ბექ ბეღ ბეჩ ბეჭ

ბერთა

ქართული კულტურის კერა ძველ კლარჯეთში. მონასტერი დაარსდა VIII-IX ს.ს. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობის ნაშთი სავარაუდოს ხდის, რომ ბერთაში სასწავლებელი არსებობდა. იგი მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა იყო. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი. ერთი (X ს) დაცულია აშშ-ში, ქ. ნიუტონში, მეორე (XII ს.). რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს (თბილისი ხელნაწერთა ინსტიტუტი). ოსმალებმა კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ ბერთის მონასტერი მეჩეთად გადააკეთეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9