კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კრა კრე კრი კრუ კრწ

კრწანისის ბრძოლა

1795 წ. მოხდა. აღა-მაჰმად ხანს 70 ათასი მებრძოლი ჰყავდა ერეკლე მეფეს ვარაუდით 55-60 ათასი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ 7 ათასიც ძლივს შეკრიბა ბრძოლის დასაწყისში 5 ათასიღა დარჩა 2000 ამერიკელი და 3000 იმერელი. ქართველები დამარცხდნენ და ქალაქი დასთმეს, რომელიც სპარსელებმა საშინლად აიკლეს. აღა-მაჰმად ხანმა მთელი სამეფო და კერძო ქონება ხელთ იგდო, დაანგრევინა სასახლეები, აბანოები, თოფხანა და ზარაფხანა, სტამბა და სხვა. მცირე ხნის შემდეგ 30 ათასი ტყვე წაიყვანა და წავიდა. მან ვერ მიაღწია პოლიტიკურ მიზანს, ვერ გადაიბირა საქართველო და 1708 წ. ხელახლა წამოვიდა საქართველოზე, მაგრამ მუღანლოს ველზე ჰპოვა სიკვდილი. ორმა ნატყვევარმა ფარეშმა გამუსულმანებულმა ქართველმა ანდრია მცხეთელმა და ლეკმა საფარამ მოჰკლეს.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9