კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კუბ კულ კუმ კუნ კუპ კურ კუს კუტ კუშ

კულმინაცია (უსლ)

უდიდესი აღმავლობის ან უდიდესი დაძაბულობის მომენტი რისამე განვითარებაში. (ა. ჭილაია) მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. მოქმედების განვითარების უმაღლესი წერტილი. ის მომენტი ნაწარმოებში, რომლის ზევით მდგომარეობის დაძაბულობა, ამბის განვითარება ვერ ავა. ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურში“ კ-.ა ალუდას მიერ ხევისბერის წინაშე მოზვრისათვის თავის მოკვეთა საჯაროდ. კ. იქნება ილ. ჭავჭავაძის „განდეგილში“ ის ადგილი, როცა განდეგილის ტრაგიკული განცდები საკოცნელად დახრის ფაქტითაა გამოწვეული, ამის შემდეგ კვანძი იხსნება. კ.-ის საფეხურია სიუჟეტის განვითარებაში რომლის შემდეგ წინააღმდეგობა ვერ გართულდება, ბრძოლა ნელდება, იხსნება კვანძი, ეშვება ამბის განვითარების ხაზი და ნაწარმოების შინაარსი ფინალისაკენ მიემართება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9