კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კუბ კულ კუმ კუნ კუპ კურ კუს კუტ კუშ

კურაპალატი

IV-V ს. ს. ბიზანტიის საიმპერატორო კარის მოხელე, სასახლის დაცვის უფროსი. ითვლებოდა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმაღლეს პირად: (იმპერატორის შემდეგ) კეისარსა და ნოველისიმუსთან ერთად. კ-ობას თავდაპირველად ანიჭებდნენ იმპერატორის ოჯახის წევრებს, ხშირად ტახტის მემკვიდრეებს. ამ დროს კ. ჯერ კიდევ რეალური სამოხელეო მოვალეობას ასრულებდა. VII ს. საპატიო ტიტული გახდა, რომელსაც უმაღლეს არისტოკრატიულ წარმომადგენლებს ანიჭებდნენ; IX ს.-დან უცხოელი ხელისუფლებიც და ბიზანტიელებიც კ. -ობას გარკვეული დამსახურებისათვის იღებდნენ. XI-XII ს.ს. პ.-მა თანდათან დაკარგა მნიშვნელობა, XII-XIV ს. ს. მეორეხარისხოვან ტიტულად იქცა, ხოლო XV ს. საერთოდ აღარ მოიხსენიებოდა. კ.-ის ტიტული IX ს.-დან ენიჭებოდათ იბერიის (თავდაპირველად ტაო-კლარჯეთის, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს) მეფე–მთავრებს. პირველი კ. მათ შორის იყო აშოტ I (IXს.), შემდეგ კ.-ობა მუდმივად ეძლეოდათ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლებს, XI ს.-დან საქართველოს მეფეებს (ბაგრატ II, გიორგი L ბაგრატ IV, გიორგი II. დავით აღმაშენებელმა უარყო ბიზანტიური ტიტული და მას შემდეგ იგი ქართველ მეფეებს აღარ უტარებიათ.
 
„ბაგრატ მესამეს ახლად მიღებული ჰქონდა კურაპალატის ხარისხი, ამადაც ერთგულებდა ბასილი კეისარს“ („დიდოსტატის მარჯვენა“– კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9