სა სე სვ სთ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სძ სხ სჯ
საა საბ საგ სად საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ საჟ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საჩ საც საძ საწ საჭ სახ საჯ

საძაგლიშვილი გიორგი (კირონ II)

სასულიერო მოღვაწე (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი) მწიგნობარი, საქართეელოს ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევარი. სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, თანამშრომლობდა „ივერი-აში, „მოამბეში“, „ნოვოე ობოზრენიეში“ და სხვა. აქვეყნებდა ლიტერატურულ, ენათმეცსიერულ, კრიტიკულ სტატიებს რომელთაგან აღსანიშნსავია „ძვირფასი ხელნაწერი მეტეხის ოთსთავისა“, „აპოკრიფები საზოგადოდ და ქართული განსაკუთრებით“, „ახალი ვარიანტი „ვეფხისტყაოსნისა“, „მიხეილ თამარაშვილი და მისი შრომა „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, „უცხო ტომთა სიტყვები ქართულ ენაში“ და სხვ. აგრეთვე ნაშრომები გიორგი მთაწმინდელზე, თამარ მეფესა და დავით აღმაშენებელზე.(ქ. მწ. ლექსიკ. ცნობ.)
იხ. აგრეთვე: კირიონ II
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9