რა რე რვ რი რო რუ რჩ
რეა რებ რეგ რედ რევ რეზ რეკ რელ რემ რენ რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეჩ რეც

რეალიზმი

  1. ლათ.
    ლიტერატურასა და ხელოვნებამი მხატვრული შემეცნების მეთოდი, რომელსაც ახასიათებს სინამდვილის მართალი ასახვა ტიპობრივი სახეებისა და ტიპობრივ გარემოებათა დახატვა, კონკრეტული მხატვრული განზოგადება. რეალიზმი, როგორც მოქმედების მეთოდი, როგორც სინამდვილის ობიექტური განსახიერების მხატვრული სისტემა, ჩამოყალიბდა XVIII ს-ის მიწურულსა და XIX ს-ის დასაწყისში, მაგრამ განვითარების მაღალ საფეხურს ევროპაში, რუსეთსა და საქართველოში XIX ს-მი მიაღწია კრიტიკული რეალიზმის სახით. ეს სახელწოდება აღმნიშვნელია იე „უარყოფითი, კრიტიკული დამოკიდებულებისა სინამდვილის მახინჯი მოვლენებისადმი, რომელსაც რეალიზმის წარმომადგენლები ამჟღავნებენ. რეალიზმის დიდმა წარმომადგენლებმა ევროპამი – ბალზაკმა, სტენდალმა, ფლობერმა და სხვებმა, რომლებმაც დაამკვიდრეს ლიტერატურაში მართლის თქმის, სინამდვილის ობიექტუ-რად ჩვენების პრინციპი, რეალიზმი ჩამოაყალიბეს როგორც შემოქმედების მეთოდი. მართლისმთქმელობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარის ჩვენების ნამდვილობა, კონკრეტულის განზოგადება და ტიპურის დახატვა შეიქმნა სახელმძღვანელო მიზანსწრაფვა. ქართველმა სამოციანელებმა ხელოვნებასა და ლიტერატურას არა მარტო საზოგადოებისა და ქგეყნის, არამედ ერის სამსახური დააკისრეს კონკრეტულად „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად “... ი. ჭავჭავაძის ეს პოეტური თქმა გამოხატავდა სამოციანელთა და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ, იღეური და ლიტერატურული პროგრ- ამის შინაარსს ქართულ ლიტერატურას ოდითგანვე ასაზრდოებდა ერის სამსახურის მიზნები – პატრიოტიზმი. სამოციანელებმა კალამი ერის ინტერესების სამსასურში წამოაყენეს რა მაღალ ეროგსული იდეალი და ხელის ნაცვლად კალამს დააკისრეს სამშობლოს კეთილდღეობისათეის უანგარო სამსახური. ქართულმა კრიტიკულმა რეალიზმმა გარკვეული სიახლე და თავისებურება გამოავლინათ და გააკართოე ამ შემოქმედებითი მეთოდის იდეური და ამსახველობითი შინაარსი. სინამდვილე უნდა აისახოს ისე, როგორც არის ობიექტურად და არა ისე, როგორც მწერლის პიროვნულ „მეს" მოესურვება, წარმოუდგება.
  2. სინამდვილის ტიპური ასახვა, სინამდგილის ჩვენება ისე რომ გამოსატავდეს არა ცალკეულს, კერძოს, შემთხვევით ფაქტს, არამედ განზოგადებულ კონკრეტულს – „ტიპურ ხასიათებს ტიპურ გარემოში“. რ. სელოვნებისა და ლიტერატურის ძირითადი ფუნქცია ქვეყნისა და ხალხის სმსახურია. ამის გამო გამოსახვის ფორმა უნდა იყოს საღა, დემოკრატიული, ყველა ჟანრი ერთნაირად საქირო და საინტერესოა სინამდვილის განსასახიერებლად, მაგრამ ცხოვრების სირთულის გამო ბუნებრივად წინა პლანზეა წამოწეული მოთხრობა და რომანი, კრიტიკული რეალიზმის ლიტერატურაში მსატვრული მხილებისა და განაჩენის ბასრი იარალი ძირითადად მიმართულია სოციალური უკულმართობისა სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჰყრობს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახეები. კრიტიკული რეალიზმის ძირითადი ხარვეზები ისაა, რომ მომავლისათვის მებროლ დადებით გმირთა სახეები ყოველთვის არაა მკაფიოდ გამოხატული. კრიტიკულმა რეალიზმმა სინამდვილე ობიექტურად ასახა, მაგრამ განვითარების ხვალინდელი დღე ვერ აჩვენა.
  3. ხელოვნებისა და ლიტერატურის ძირითადი ფუნქცია ქვეყნისა და ხალხის სმსახურია. ამის გამო გამოსახვის ფორმა უნდა იყოს საღა, დემოკრატიული, ყველა ჟანრი ერთნაირად საქირო და საინტერესოა სინამდვილის განსასახიერებლად, მაგრამ ცხოვრების სირთულის გამო ბუნებრივად წინა პლანზეა წამოწეული მოთხრობა და რომანი, კრიტიკული რეალიზმის ლიტერატურაში მსატვრული მხილებისა და განაჩენის ბასრი იარალი ძირითადად მიმართულია სოციალური უკულმართობისა სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას იჰყრობს თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა სახეები. კრიტიკული რეალიზმის ძირითადი ხარვეზები ისაა, რომ მომავლისათვის მებროლ დადებით გმირთა სახეები ყოველთვის არაა მკაფიოდ გამოხატული. კრიტიკულმა რეალიზმმა სინამდვილე ობიექტურად ასახა, მაგრამ განვითარების ხვალინდელი დღე ვერ აჩვენა.
     
    „რეალიზმი ქმნის ცხოვრების სურათებს, ადამიანთა ტიპებს" (სასკ. სას-ლო).
    წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9