მართას და მარიამის ძმა, ცხოვრობდა ბეთანიაში, როცა ლაზარე ავად გახდა, დებმა იესოს მოსაყვანად კაცი გაგზავნეს, თუმცა, ეს ოჯახი იესოს ძლიერ უყვარდა, ის დაგვიანებით, ლაზარეს სიკვდილის შემდეგ მოვიდა მხოლოდ, მართა იესოს მიეგება და უთხრა: „აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. იესომ უპასუხა:„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“. იესო მტირალ ქალებთან ერთად გამოქვაბულს მიადგა, რომელიც აკლდამის მაგივრობას ეწეოდა. მან გადააგორებინა მიფარებული ლოდი და დაიძახა: „ლაზარე გამოდი“ და სუდარაში გახვეული ლაზარე გამოვიდა. ამ სასწაულის მხილველებმა ირწმუნეს იესო, ამიტომ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა გადაწყვიტეს მისი და ლაზარეს მოკვლა. (ბიბლ. ენც.)
- „ბორდოხანი ევედრებოდა კათალიკოსს, აღმიდგინეო ჩემი საყვარელი შვილი ისე, როგორც ქრისტემ ლაზარე" („დიდოსტატის მარჯვენა“ კ. გამს.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3