ამინდის გამომწვევი რიტუალი, რომელიც სხვადასხვა სახით გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში. ძლიერი გვალვის ან წვიმის დროს ქალები ამზადებდნენ თიხის თოჯინას, და დაატარებდნენ სოფელ-სოფელ მღეროდნენ ლაზარეს საგალობელს. დამხვდურები ჩამომვლელებს წყალს გადაასხამდნენ ან ნაცარს მიაყრიდნენ, იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდის გამოთხოვა უნდოდათ. თოჯინას წყალში გადააგდებდნენ და საერთო სუფრას გამართავდნენ.
- ახ ლაზარე, ლაზარე, ლაზარ მოდგა კარსა, აბრიალებს თვალსა ღმერთო, მოგვეც ტალახიო, აღარ გვინდა გორახიო“.
- „მეწინავე მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა“. ფეხშიშველა დიცები გალობდნენ ლაზარეს, მდინარეში ხატები მიჰქონდათ საბანაოდ.“ („დიდოსტატის მარჯვენა“ – კ. გამს.).
-
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3