(1452-1519) (ქსე) იტალიელი მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი, აღორძინების ხანის იტალიის კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე. გლეხი ქალისა და შეძლებული ნოტარიუსის უკანონო შვილი. მრავალმხრივი ცოდნა ბუნებისმეტყველებასა და ტექნიკაში ლ. დ. ვ.-მა საკუთარი დაკვირვებებითა და მეცადინეობით შეიძინა. იგი ექსპერიმენტულად სწავლობდა ადამიანის სხეულის ანატომიურ აგებულებას, პროპორციებს, მოძრაობას. იკვლევდა ფრინველთა ფრენის მექანიზმს. პირველი სურათები XV ს. 70-იან წლებში შექმნა ხარება“, „ბენუას მადონა“. 1480 წ. მას საკუთარი სახელო-სნო ჰქონდა. მისი სურათებია: მოგვთა თაყვანისცემა“, „წმ. იერონიმე“, „საიდუმლო სერობა“, („ჯოკონდა“), „იოანე ნათლისმცემელი“. „მონა ლიზა“ დ. ვ-ის ფლორენციაში ყოფნისას ერთგვარი შეჯიბრება მოუხდა მიქელანჯელოსთან. უნდა მოეხატათ პალაციო ვეკიოს დიდი დარბაზი. ლ დ ვ-ის შემოქმედება ახალი მაღალი საფეხურია რენესანსის ხელოვნების განვითარებაში. იგი ღრმად დაუპირისპირდა შუა საუკუნეთა მისტიკურ-დოგმატურ აზროვნებას სურათები რელიგიურ თემაზეა, მაგრამ მას უპირველესად აინტერესებს ცოცხალი, ხორცშესხმული ადამიანი თავისი თუმცა მისი ფიზიკური სილამაზითა და სულიერი სიღრმით. ლ. დ ვ-ის დამსახურებაა, რომ ადამიანი იქცა აღორძინების ხანის ხელოვნების უმთავრეს ობიექტად. ადრინდელ მხატვართა ნამუშევრებისათვის დამახასიათებელ კონტურთა სიმკვეთრე შუქისა და ჩრდილის შეუმჩნეველი გადასვლით შეცვლა. „შენი ღიმილი... ლეონარდო და ვინჩის ხელის მე არ მინახავს გაფრენა და გაუკვდავება“ („შენი ღიმილი“ გ. ტაბ).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3