(1814-1841) (სიბრძ. სიმფ. აკ. გელ.) დიდი რუსი პოეტი რომანტიკოსი, მისმა პოეტურმა გენიამ და მეამბოხე ბუნებამ ადრევე მიიპყრო ხალხისა და იმპერიის მესვეურთა ყურადღება. 21 წლისამ დაწერა მრისხანე ლექსი პუშკინის დუელში დაღუპვის გამო, შეუპოვრად დაესხა თავს „ტახტის გარშემო შეკრებილხროვას“, რომელმაც იმსხვერპლა პოეტი. ამისათვის გადაასახლეს თბილისში, არაერთხელ შეეხო ქართულ თემას („მწირი", „ჩვენი დროის გმირი“, „დემონი“, თამარის სახის თავისებური დამუშავება) 27 წლისა დუელში მოკლა ვინმე მარტინოვმა. იმპერიამ ლერმონტოვის მკვლელს მიუსაჯა.. მონანიება.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3