ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლეგ ლედ ლევ ლეი ლეკ ლელ ლემ ლენ ლეო ლერ ლეს ლეყ

ლესინგი გოტჰოლდ ეფრაიმ

(1729-1781) – (ქსე) გერმანელი მწერალი, განმანათლებელი, გერმანული კლასიკური ლიტერატურის ფუძემდებელი. მნიშვნელოვანია ლ.-ის ნაშრომები: „ლაოკოონი ანუ პოეზიასა და მხატვრობას შორის არსებული საზღვრების შესახებ“, „მსჯელობანი იგავ-არაკის თაობაზე“, ანტიკვარული შინაარსის წერილები“. ი. ჭავჭავაძე ლ.-ს იხსენიებს„სახელოვან გერმანელ კრიტიკოსად“,„მთელს ქვეყანაში სახელგანთქმულ გერმანელად“, ხოლო მის „ლაოკოონს“ „სახელოვან თხზულებად“ პიესის გმირი სცენაზე აღტაცებით იმეორებდა.
 
„როგორ, პრინც ირაკლის ამბავი არ გსმენია, ადამიანო? ვხედავ, გაზეთებსაც ისევე იშვიათად კითხულობ, როგორც ბიბლიას. მაშ, შენ არ გაგიგონია პრინცი ერეკლე? მამაცი ადამიანი, რომელმაც სპარსეთი შემუსრა და დღეს თუ ხვალ ოტომანთა დინასტიაში შეიჭრება? არა, ჯარისკაცი ვიყავი და ჯარისკაცად მინდა დავრჩე. მივდივარ, რომ პრინც ირაკლის დროშის ქვეშ დავდგე და ერთი-ორჯერ თურქებზე გავილაშქრო..“ ლ.ის პიესებიდან ქართულ სცენაზე დაიდგა „ემილია გალოტი“, „ნათან ბრძენი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9