ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწიგნობარი, დიპლომატი, მჭევრმეტყველი. იზრდებოდა თელავში, სადაც დაეუფლა სომხურ, სბარსულ, თურქულ და რუსულ ენებს. XVIII ს. 80-იანი წლებიდან 1801 წ. -მდე იყო ქართლ-კახეთის სამეფო კარის მსაჯული, მდივანბეგი. იღვწოდა საქართველოს სოც.პოლიტ. და კულტ. პროგრესისათვის. სპარსულ-ოსმალური ძალადობისაგან ქვეყნის ხსნის პირობად მიიჩნევდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს გაერთიანებასა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ამ იდეის განსახორციელებლად აუცილებლად მიაჩნდა რუსეთთან კავშირის განმტკიცება. აქტიურად მონაწილეობდა 1883 წ. გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებაში. ცნობილია ლ.-ის მჭევრმეტყველური ეპისტოლეები და სამგლოვიარო სიტყვები, განსაკუთრებით კი ერეკლე I-ის გარდაცვალების გამო წარმოთქმული სიტყვა
- „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარისა ღირსისა“ (1798 წ.) თხზულება შეიცავს ერეკლე II-ის ხოტბას, გამოირჩევა ღრმა იდეური შინაარსით, ამაღლებული ტონით, მოხდენილი შედარებებით. იგი დარბაისლური ქართულის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. „დიდი ოსტატობით გვიხატავს ნ. ბარათაშვილი მეფის მსაჯულს – სოლომონ ლიონიძეს“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3