(ანდ. ჭილ.) ლათინური წარმოშობის სიტყვა და პირველად ნიშნავდა ასოს, ანბანს, ნაწერს საერთოდ. მაგრამ ცნების პირველი გააზრება შეიცვალა ღა დღეს ეს სიტყვა გულისხმობს აზრის მეცნიერული და მხატვრული გამოსახვის ფორმას. მხატვრული ლ. სიტყვის ხელოვნებაა. მის შინაარსს ქმნის ადამიანის ცხოვრების ისტორია. მხატვრული ლ. მეცნიერებისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი სინამღვილეს სახეებით წარმოგვიდგენს, მაგრაე ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მას შეუძლია სინამდვილის ყველა დეტალი, ადამიანის სულის მოძრაობის ყველა ნიუანსი აჩვენოს. ლ.-ს აქვს გამოსახვის ისეთი საშუალება, როგორიცაა სიტყვა რომლითაც ხერხდება ცხოვრების ყველა სფეროს ფართოდ და სრულყოფილად ჩვენება. ხელოვნების სხვა დარგები შეზღუდულია ფერით, ხაზით, ბგერით, ქვით თუ ხით. მხატვრულ მეტყველებას შეუძლია აჩვენოს არა მარტო ეპიზოდი, არამედ მთლიანი ისტორია ადამიანის ცხოვრების, საზოგადოების.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3