(ანდ. ჭილ.) იდეურ-მხატვრულ თავისებურებათა ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს განსაზღვრულ მწერალთა ჯგუფს, ქმნის ლიტერატურული მიმდინარეობის შინაარსს. ცნობილია, რომ ყოგელ მწერალს მსოფლმხედველობა, სურვილი და მისწრაფება აქვს, ერთ იდეურ პოზიციაზე მღგარი ერთგვარი ესთეტიკური შეხედულების მქონე მწერლები ერთ მხატვრულ-სტილისტიკური მიდრეკილების ჯგუფს ქმნიან. ამ ჯგუფის წევრებს აქვთ თავისი დამახასიათებელი თავისებურებანი, საკუთარი მხატვრული ინდივიდუალობა, მაგრამ ამავე დროს საერთო განმსაზღვრელი იდეურ-მხატვრული მნიშვნელობაც ახასიათებთ. ამ ნიადაგზე შეიქმნა ლიტერატურული მიმდინარეობანი: ფრანგული კლასიციზმი, სენტიმენტალიზმი, ნატურალიზმი, ხალხოსნობა; დეკადენტობის სხვადასხვა დაჯგუფებანი: სიმბოლიზმი ფუტურიზმი, აკმეიზმი, დადაიზმი, კუბიზმი და სხვა. მაშასადამე, შემოქმედების მეთოდს, რომელიც რომანტიზმითა და რეალიზმითაა წარმოდგენილი საერთოდ, უჩნდება მიმდინარეობანი. მაგ. რომანტიზმს – ნეორომანტიზმი, დეკადენტობა ღა მისი დაჯგუფებანი, რეალიზმს – ნატურალიზმი, ხალხოსნობა, ლ. მ. და ლიტერატურული მიმართულება ხშირად ერთნაირი შინაარსის შემცველი ცნებებია. ისინი ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ გამიჯნულა.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3