ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლოგ ლოი ლოკ ლომ ლოპ ლორ ლოტ

ლომისი

წინაქრისტიანული ღვთაება მთიულეთში. მისი სახელობის სალოცავებია ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე. დღესასწაული იმართებოდა აღდგომის მე–7 კვირას. ლომისს ევედრებოდნენ შვილიერებას. თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას. ლომისის სახით თაყვანს სცემდნენ საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ტარზე იყო დამაგრებული და ოთხსავე ბოლო ხაზზე ბურთები ჰქონდა მიმაგრებული. ლომისის კულტი ქრისტიანობის ხანაში წმ. გიორგის სახელს უკავშირდება.
 
„ლომისის მადლმა, მიწაა!“ (შ. არაგვ.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9