ბიბლ. ენც. ლუკას სახარებისა და მოციქულთა საქმეების ავტორი, პროფესიით ექიმი, პავლე მოციქულის მეგობარი, როგორც თვითმხილველმა აღწერა პავლეს მრავალი საქმიანობა. ლუკამ მოციქულებისა და პირველქრისტიანებისაგან გაიგო იესოს ცხოვრების მრავალი წვრილმანი და ქრისტიანული ეკლესიის წარმოშობის ამბები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3