(ბიბლიის მეგზური) „ბიბლია“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს პაპირუსის ლერწამს (ბიბლუს). პაპირუსი ძველად საწერ მასალად გამოიყენებოდა. ბერძნულ წიგნს სწორედ მან დაუდო სახელწოდება. (ქსე) იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების საღვთო წიგნების კრებული; შედგება ძველი და ახალი აღთქმისაგან. ქრისტიანობა ცნობს ბ-ის ორსავე ნაწილს, იუდაიზმი კი მხოლოდ ძველ აღთქმას. ძველი აღთქმის დიდი ნაწილი (39 წიგნი) დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე. პირველი ნაწილი შეიცავს ისტორიულ დოკუმენტებს, მითებისა და ლეგენდების ჩანაწერებს, იურიდიულ დოკუმენტებს, კულტებთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველ ტექსტებს, რელიგიური და ლირიკული პოეზიის ნიმუშებს. ბ.-ის მეორე ნაწილი ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულად.
- „ქართული სალიტერატურო ენის დახვეწისა და განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბიბლიის თარგმანებს.“ (სასკ. სახ-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3