უზენაესი ღვთაება ზოროასტრულ რელიგიაში, კეთილი შემოქმედი საწყისის განსახიერება; აჰურამაზდა, რომელმაც შექმნა ნათელი სამყარო, ცხოველები, მცენარეები და ადამიანები წარმოედგინათ ტახტზე მჯდომი ადამიანის მსგავსი ფრთოსანი არსების სახით. ორმუზდის ძველი სპარსული სახელი.
- „დიდი ღმერთია აჰურამაზდა, რომელმან ეს მიწა შეჰქმნა, რომელმან ის ცა შეჰქმნა, რომელმან კაცი შეჰქმნა რომელმან სიამენი შეჰქმნა კაცათვის“ („გველის პერანგი“ – გრ. რობ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3