XVII ს. II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. გვარი ცნობილი არაა. ზეპირსიტყვიერი ცნობით, მ. შ..თვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულ, კაცურად ჩაცმულ მ. წ.-ს ერეკლე II-ის კარზე დაუწყია სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მებატონეთა დაბეზღებამ აიძულა ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მ. წ.-ის თავგადასავალი აისახა ქართულ ფოლკლორში, აგრეთვე თეატრსა და კინოში.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3