ბა ბე ბზ ბი ბლ ბმ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ ბჭ
ბიბ ბივ ბიზ ბილ ბირ ბის ბიუ ბიღ ბიჩ ბიწ

ბიზანტიის იმპერია

(ქსე) სახელმწიფო რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში. შეიქმნა IV ს-ში, რომის იმპერიის ორ ნაწილად გაყოფის შედეგად და არსებობდა XV ს-მდე. ძვ. ბერძნული კოლონიის „ბიზანტიონის“ დედაქალაქი კონსტანტინოპოლი დააარსა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა 324-330 წლებში ბიზანტიის ადგილას (აქედან მოდის სახელმწიფოს სახელწოდებაც, რომელიც შემოიღეს რენესანსის მოღვაწეებმა იმპერიის დაცემის შემდეგ). ბიზანტიის ისტორიას ჩვეულებრივ კონსტანტინოპოლის დაარსებიდან იწყებენ. საქართველოში ბიზანტიას საბერძნეთს ეძახდნენ, ბიზანტიელებს ბერძნებს, იონებს და ჰრომებს. ბიზანტიის იმპერიაში შედიოდნენ ბერძნები, სირიელები, კობტები, სომხები, ებრაელები, მცირე აზიის ელინიზებული ტომები, თრაკიელები, გუთები, სლავები, არაბები, პაჭანიგები და სხვა. წამყვან როლს იმპერიის ეკონომიკურ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ბერძენი მოსახლეობა ასრულებდა. სახელმწიფო ენა IV-V სს.-ში ლათინური იყო, ხოლო VII ს-დან ბერძნული.
 
„ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად („ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო.“ მ.ლებ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9