მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მაგ მად მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ

მალარმე სტეფან

ფრანგი პოეტი. სიმბოლიზმის თვალსაჩინო თეორეტიკოსი და წარმომადგენელი. ლიტერატურულ ასპარეზზე 1862 წ. გამოვიდა. 1866 წ. მისი 10 ლექსი დაიბეჭდა კრებულში „თანამედროვე პარნასი“. მ.-ს შემოქმედების პირველ ეტაპზე, 60-იან წლებში, შეიმჩნეოდა დეკადენტური გავლენა, მოვლენათა იმპრესიონისტული აღქმა, პოეტური სახის სიმბოლისტური სტრუქტურა, აგრეთვე, არსებული სინამდვილისადმი შეურიგებლობა. ლექსებში ხშირად დარღვეულია გრამატიკული ნორმები, უარყოფილია პუნქტუაცია. გვხვდება მოულოდნელი ინვერსიები აქცენტირებულია ლიტ. გმირის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, სულიერი განწყობილებანი. მ.-ს პოეზიას საქართველოში XX ს. დასაწყისშივე იცნობდნენ. მისმა შემოქმედებამ თავისებური გავლენა მოახდინა გ. ტაბიძეზე, „ცისფერყანწელებზე“ პ. იაშვილზე, .ვ. გაფრინდაშვილზე, ტ. ტაბიძეზე.
 
ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ ტ.ტაბიძე წერდა, ევროპული ფუტურიზმი მალარმეს საქმეს აგრძელებსო, ხოლო ლექს „ავტოპორტრეტში“ არ ფარავდა თავის გატაცებას მ.-ს პოეზიით. აღფრთოვანებით მოიხსენიებს მ.-ს პ. იაშვილი თავის ტრიპტიქის პირველ ლექსში „მალარმე“, მ.-ს ლექსებს თარგმნიდნენ შ. აფხაიძე, ვ. გაფრინდაშვილი, კ. ნადირაძე, ს. ცირეკიძე. 1919 წ. ქუთაისში „მეოცნებე ნიამორებში“ გამოქვეყნდა მ.-ს ლექსები და პროზაული ნაწარმოებები.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9