რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1ი89 წ.), საზოგადო მოღვაწე, მწერალი. პეტერბურგის კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ (917 წ.) პრაპორშჩიკის ჩინით დაინიშნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. მ. იყო თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ერთერთი დამაარსებელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი და სხვა თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში „გუთნის დედა“, „ივერია“, „დროება“, „მოამბე“. მ. იყო ნ. ბარათაშვილის თანამედროვე და მეგობარი. „ნიკოლოზ ბარათაშვილის შეგობარი კონსტანტინე მამაცაშვილი მოგვითხრობს იმდროინდელი თბილისის შესახებ (სასკ. სახ.- ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3