მამაპაპეული, წინაპრებისაგან მიღებული უძრავ-მოძრავი ქონება და სხვა. ნაწარმოებია სიტყვისაგან „მამა“ (ანალოგიური წარმოშობისა იყო დედული, სიტყვისაგან „დედა“) შუა საუკუნეების ქართულში განსაზღვრავდა წინაპრებისაგან გადმოცემულ ნივთს, ქონებას, მხარეს, ქვეყანას, სამფლობელოს, ადათს, სარწმუნოებას და სხვ. მაგ. „მამული ქვეყანა“ მემკვიდრეობით მიღებული მიწა; „მამული შჯული“ მამაპაპეული სარწმუნოება; „ხრმალი მამული“ წინაპართა ხმალი; „მხარე მამული“ წინაპართა მხარე; „მამული სამკვიდრებელი“ წინაპართა საცხოვრებელი ქვეყანა და სხვა.