მა მე მთ მუ მწ
მაგ მად მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ

მანდატურთუხუცესი

მანდატურების უფროსი, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ფიქრობენ, რომ მ. როგორც ნდობით აღჭურვილი მოხელე, მეფის სამზარეულოსაც განაგებდა.მ.-ის საგანგებო სამოხელეო ნიშანი იყო ოქროს ჯოხი, ე. წ. „სამანდატურო არგანი“. მ. იყო ერთ-ერთი ვაზირი (იხ. ვეზირი) და თავისი პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. ზოგჯერ შეიძლებოდა, რომ ეს ორი თანამდებობა ერთ პირს ჰქონოდა. მანდატურების გარდა მ.-ს ემორჩილებოდნენ ამირეჯიბი, განმგეთუხუცესი და სხვა მოხელეები. XVI ს. მ.-ობა ეშიკაღასბაშის თანამდებობით შეიცვალა.
 
„ალექსანდრე ჭავჭავაძეს ბავშვობიდანვე უბოძეს მანდატურთუხუცესობა“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9