ქართველი ჟურნალისტი, მწერალი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნ.- ტის საბუნებისმეტყველო ფაკ.- ზე. 1886- 90 წწ. ი. ჭავჭავაძის „ივერიის“ მუდმივი თანმშრომელი იყო. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებსა და ნარკვევებს „ალექსანდრიძის“, „დონ-იაგოს“, „ბარელის“ და სხვა ფსევდონიმით. თანამშრომლობდა ჟურნალ „ჯეჯილსა“ და „მოამბეში“. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ მდივანი. საინტერესოა მ.-ის „მოგონებანი“ (1836 წ.), რომელშიც აისახა XIX ს. 70-80-იანი წწ. მნიშვნელოვანი ისტ.-სოც. და კულტ-ლიტ. მოვლენები. ავტორმა პირუთვნელად და მოხდენილად დაახასიათა თავისი დროის ბევრი საზ. მოღვაწე.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3