ერთი და იმავე შინაარსის შემცველი ორენოვანი ტექსტი შესრულებული მყარ მასალაზე (ქვა, თიხა, ფირფიტა). ბილინგვის მნიშვნელობა განუზომელია არა მარტო წარწერაში დადასტურებული საინტერესო ისტორიული ცნობების მოწოდების მხრივ, არამედ რომელიმე უცნობი ენის გამოსაცნობად და დამწერლობის დასაშიფრავად. მეცნიერებას დიდი დამსახურება გაუწია ეგვიპტურმა ბ.-მ. სამ ენაზე შესრულებულ წარწერას ტრილინგვას უწოდებენ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3