(1890-1978) (ქსე) ნამდვ. სახელი და გვარი მარიამ მარკოზის ასული ალექსიძე (ტყემალაძე). ქართველი პოეტი. 1916 წ. გამოაქვეყნა პირველი კრებული „ლექსები“. მ.-მა თარგმნა ს. მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის საბავშვო თხზულებები; მანვე ი. გოგებაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის „ტარტიუფი“, ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“, ნ. პოგოდინის „თოფიანი კაცი“.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3