მა მბ მდ მე მზ მთ მი მკ მნ მო მრ მს მტ მუ მქ მღ მყ მჩ მც მწ მჭ მხ
მაგ მად მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაშ მაჩ მაც მაწ მაჭ მახ მაჯ მაჰ

მარკოზი და იოანე

(ბიბლ. მეგზ., 1995) სახარების ერთ-ერთი თავის ავტორი. ყველა ქრისტიანული გადმოცემა მარკოზ მოციქულს უწოდებს პეტრე მოციქულის „მთარგმანებელს“ (განმმარტებელს) იმ აზრით, რომ მარკოზმა შთამომავლობას გადმოსცა უფალი იესოს სიტყვანი და საქმენი ისე, როგორც მიიღო პეტრესაგან. მარკოზის სახარება შედგენილია რომში, ბერძნულ ენაზე. მარკოზთან ყველგან ვლინდება იესოს მზადყოფნა ემსახუროს სხვებს. იესოში მოციქული მარკოზი გვიჩვენებს ღვთის ძის ღვთაებრივ სიმშვიდეს, რომელიც სიყვარულით იმარჯვებს. იოანე მეოთხე სახარების ავტორი. იოანე, რომელიც მოწმე იყო მაცხოვრის მთელი მიწიერი მსახურებისა და რომელსაც იესომ ჯვარზე სულის ამოსვლის დროს დაავალა მარიამზე ზრუნვა. სხვა მახარებლებისაგან განსხვავებით იოანე უმთავრეს ყურადღებას აქცევს ქრისტეს ბუნების აღწერას (იოანესვე ეკუთვნის ახალი აღთქმის ერთ-ერთი ნაწილი „გამოცხადება“).
 
„ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებაზე..
ოდესმე მათ გამოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი ან იოანე" („თავსაფრიანი დედაკაცი“ ნ. ლორთქ.).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9