(ქ. მწ.) წამებული, მარტვილი ბერძნულია და ნიშნავს მოწამეს.
- მარტვილობა - წამება.
- შუშანიკის მარტვილობა, აბოს მარტეილობა.
- მარტვილი საბასთან ყმაწვილს, ვაჟს ნიშნავს „დიდებულს ერთს რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა“ („განმორებული და მარტვილი" საბა.)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3