ვერცხლის ფულის სახელწოდება საქართველოში (სახელი უნდა მომდინარეობდეს ვენეციური ვერცხლის "მარჩელოს“ სახელწოდებიდან) გავრცელდა XVI-XVII ს.ს. როგორც ვახტანგ VI-ის „დასტურლამალიდან“ ირკვევა, XVIII ს. მ. 12 შაურს ანუ 3 აბაზს შეადგენდა.
- „ერთი გლახაკი თავის სახლში იჯდა და ინატრა: ღმერთო, ხუთასი მარჩილი თეთრი მომეცი ღა თუ ან ერთი აკლია არ ვინდომებო“ („გლახა და მდიდარი“ )(საბა)
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3