მეცნიერულ-ფილოსოფიური მიმართულება, რომელსაც, წინააღმდეგ იდეალიზმისა, მიაჩნია რომ მატერია, ბუნება, ყოფიერება პირველადია, ხოლო იდეა, ცნობიერება, სული მეორეული, რომ არსებობს ობიექტური სამყარო ცნობიერებისაგან აზროვნებისაგან დამოუკიდებლად და რომ სამყარო და მისი კანონზომიერებანი შეცნობადია. დიალექტიკური მ. ისტორიული მ. მატერიალისტი მატერიალიზმის მიმდევარი.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3