(1854-1898) ქართველი მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე; ქართველ „სამოციანელთა“ წარმომადგენელი, ეროვნ.-განმათ მოძრაობის აქტ. მონაწილე, ახ. ქართ. სალიტ. ენის ერთერთი ფუძემდებელი. დაიბადა ძვ. ფეოდალის იმ დროისათვის უკვე გაღარიბებულ ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახშივე მიიღო; საფუძვლიანად გაეცნო ქართ. ფოლკლორსა და კლასიკურ მწერლობას. 1863 წლიდან თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა. იმ დროისათვის ქართული ენა იდევნებოდა, მაგრამ ცნობილი მწერალი და პედაგოგი მ. უმიკაშვილი მოსწავლეებს, მათ შორის მ.-ს ქართ. კულტ. სიყვარულს უღვივებდა, აგროვებინებდა ქართ. ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ავარჯიშებდა მხატვრულ თარგმნაში. ჩვენამდე მოღწეულია მ.-ს გიმნაზიაში სწავლის დროის შესრულებული თარგმანი ანტ. ლიტერატურიდან, რაც მხატვრულობით და ქართული ენის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. 1870 წელს მაჩაბელმა წარჩინებით დაამთავრა გიმნაზია; საფუძვლიანად შეისწავლა უცხო ენები. იყო პეტერბურგში დრამატული წრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბანკის საქმეებზე პეტერბურგში ჩასულ ი. ჭავჭავაძეს, მასთან ერთად 1874-ში თარგმნა შექსპირის „მეფე ლირი“, 1879 წ. მ. დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზ. მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართ. პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტ.-პუბლიც. წერილები და თარგმანები. მ. აქტ. მონაწილე იყო ყველა იმ საზ. წამოწყებისა რომელსაც ი. ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა („ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, თეატრალური საზოგადოება, სასკოლო კომიტეტი, სათავადაზნაურო ბანკი „ვეფხისტყაოსნის ტექსტის დამდგენი კომისია და სხვა). იგი იყო შ. რუსთაველის პოემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს უნგრელ მხატვარს მ. ბიჩის, აგრეთვე მარჯორი უორდროპს. და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა „ვეფხისტყაოსნისათვის“. მ. 1879 წ.-დან „ივერიის“ აქტ. თანამშრომელი, ხოლო 1882-1683 წ.წ. რედაქტორი იყო. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა მ-ს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართ. ლიტ. ისტორიაში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართ. მხატვრულ მთარგმნელობით ლიტერატურაში. მ-ის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“ (18692), „ოტელო“ (1888) „მაკბეტი“ (1902), „რიჩარდ II“ (1893), „იულიუს კეისარი“ (1896) „ანტონიოს და კლეოპატრა“ (1898), და „კორიოლანოსი“ (1898), გამოირჩევა ორიგინალთან სიახლოვით, შექსპირის მხატვრული ენისა და დიალოგის ვირტუოზული გადმოცემით, შექსპირისეული თეთრი ლექსის ოსტატური გადმოცემით. მძიმედ დასნეულებული მ. 1898 წ. 26 VI გამთენიისას, შინიდან გავიდა და უგზოუკვლოდ დაიკარგა. „ივანე მაჩაბელმა თარგმნა უილიამ შექსპირის ტრაგედიები“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3