მაჯამა, როგორც რითმა, ომონიმებს ემყარება. გარითმული სიტყვები ფორმით ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვა სიტყვების გამომხატველია. მაჯამური რითმის სათავეა „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ მაჯამური რითმის ცნობილი ოსტატი მაინც თეიმურაზ პირველია. ამიტომ თვლიან მას მაჯამის მამად.
- „ვიწყო წერა მაჯამისა.“
- „მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი“ ი. გრიშაშვილი, „ტრიოლეტები შეითან ბაზარში.“
- „მაჯამური ლექსის სტრიქონი ბოლოვდება ომონიმებით“ (სასკ. სახ.-ლო).
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3