(ქსე)(დაახლ.570-632) მუჰამედი, ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, უდიდესი წინასწარმეტყველი. მ.-ის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VII ს. დაწერა იბნისჰაკმა. მ. წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მ. არაბეთსა და მის ფარგლებს გაბეცლო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზეს და სხვა რელიგიურ, პოლიტიკურ მოძღვრებას. მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე ხატიჯეზე ხელსაყრელმა ქორწინებამ მ.-ს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლ.609 წ. (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაელმა (გაბრიელმა) მ.-ს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურან" და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. მ. ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ. მ. თავისი მოღვაწეობის პირველ სანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ გადასულიყო ისრიბში (მედინაში). 630-631 წ.წ. მუსლიმანებმა მ.-ის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არაბებმა სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მ. გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური. მ. დასაფლავებულია მედინაში. მ.-ის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი ქააბის შემდეგ.
წყარო: სასკოლო ლიტერატურული ლექსიკონი-ცნობარი/ ეთერ კაკალაძე, ნინო ბერიძე ; [რედ.: ნაზი მიქელაძე]. - ბათუმი : ალიონი, 2002. - 524გვ. ; 20სმ.см.. - ISBN 99928-43-54-3